💻დავალება

გახსენით დიზაინი, დაათვალიერეთ და შეისწავლეთ სხვა და სხვა დეტალებსა და ელემენტებზე დაკლიკებით:

გადმოწერეთ ამ დავალებაზე მიბმული Zip არქივი, რომელიც შეიცავს დავალებისთვის საჭირო ყველა ფაილს.

დეტალურად გაეცანით README.md ფაილს. დეტალურად გაეცანით style-guide.md ფაილს სადაც აღწერილია თქვენს მიერ გასაკეთებელი პროექტის სტილი (ფერები, ფონტები, ზომები და ა.შ.) - ეს ინფორმაცია Figma - ს დიზაინიდანაც შეიძლება აიღოთ თუმცა აქ კარგად არის თავმოყრილი. შეასრულეთ პროექტი შემდეგი წესებისა და პრინციპების გათვალისწინებით: თქვენი ამოცანაა მიიღოთ ისეთი შედეგი რომელიც ვიზუალურად მაქსიმალურად ახლოსაა დახატულ დიზაინთან (pixel perfect) გაწრთვენით საკუთარი თვალი დეტალური ფოკუსის შესაძენად. ხშირად დაზუმეთ და ერთმანეთს შეადარეთ თქვენი ნამუშევარი და დიზაინი. გაზომეთ პიქსელები თუ სხვა ატრიბუტები და გადაამოწმეთ ემთხვევა თუ არა ერთმანეთს. ეცადეთ გააკეთოთ პროგნოზი - დაახლოებით რამდენი ხანი შეიძლება დაგჭირდეთ ამ დავალების შესასრულებლად? ეცადეთ ჩაეტიოთ თქვენს მიერ გაკეთებულ პროგნოზში. აუცილებელი არ არის რომ ზუსტად გამოგივიდეთ ეს ამბავი, პროგრამისტების ცხოვრებაში ეს ყველაზე რთული საქმეა, ამიტომ აქედანვე უნდა დავიწყოთ ვარჯიში. პროექტის დასრულების შემდეგ გაეცანით README-template.md ფაილს და მისი მიბაძვით შექმენით ახალი README.md ფაილი რომელშიც დეტალურად აღწერთ რა და როგორ გააკეთეთ, რა მიდგომები გამოიყენეთ და ა.შ.

📰pageრესურსები დავალებისთვის

Last updated